Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 246/01-01,  29.11.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7)„ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1. 2021-2022   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 246/01-01   29/11/2021)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (42 914 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2.    საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

 ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები  მიიღება   9 დეკემბრიდან 13  დეკემბრის         ჩათვლით,  ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.